პარასკევს, 21 მარტს 17 : 00 საათზე 245-ე ლაბორატორიაში (II კორპუსი, ფიზიკური ქიმიის დიდი ლაბორატორია) ჩატარდება ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა.
დღის წესრიგი:
1.“ N-ეთილპენტედრონის ანალიზის მეთოდების დამუშავება ბიოლოგიურ მატრიცებში სითხური ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით“
მომხსენებელი: დოქტორანტი ალუდა ჭელიძე
ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე
2. „N-ეთილჰექსედრონისა და მისი ფაზა-1 მეტაბოლიტების ენანტიომერების ანალიზის მეთოდების დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით“
მომხსენებელი: დოქტორანტი გიზო დოლიძე
ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე